საზოგადოება
20.04.2022 13:29
საქართველოში კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რეგიონებს შორის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება იმერეთსა და შიდა ქართლში

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული 20 385 კვლევის შედეგად, ვირუსით ინფიცირების 232 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653 692-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 117 პირი, კორონავირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევა კი არ დაფიქსირებულა. მთლიანობაში, საქართველოში, პანდემიის პერიოდში ვირუსს  16 794 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 232 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარა - 13, იმერეთი - 39, ქვემო ქართლი - 7, შიდა ქართლი - 14, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 11, კახეთი - 9, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 281, საიდანაც 337 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა უტარდება 71 პაცინტს.

კვირის ამბები