აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სეს-მა კვერცხის წარმოებების, სავაჭრო ობიექტებისა და საკონდიტროების კონტროლი გაამკაცრა
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვერცხის ადგილობრივი წარმოებების, იმპორტიორების, საბითუმო, მსხვილი და მცირე სავაჭრო ობიექტების, აგრეთვე საკონდიტრო ნაწარმის საცხობების კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით გაააქტიურა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებენ - მოწმდება შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადები, წარმოების პროცესი და ეტიკეტირების შესაბამისობა კანონმდებლობასთან.
„სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან. ჩატარებული დოკუმენტური შემოწმებისა და ინსპექტირების შედეგად, ამ ეტაპზე, დარღვევები არ გამოვლენილა“, - აცხადებენ სეს-ის წარმომადგენლები.