საზოგადოება
20.04.2022 11:20
გორში დედამიწის დღის აღსანიშნავად დასუფთავების აქცია მოეწყო

დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, გორში, საჯარო მოხელეების ჩარტულობით დასუფთავების აქცია მოეწყო.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, ჭალის დასახლებაში არსებული დაბინძურებული ტერიტორია დაასუფთავეს. 

ღონისძიების მიზანს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხისმგებლობის ზრდა წარმოადგენდა.

„დედამიწის საერთაშორისო დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“-ს ინიციატივით კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში. კამპანიაში ყოველწლიურად ერთვება გორის მუნიციპალიტეტი. აქცია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა“, - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.  

22 აპრილს, დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება.  ამ დღეს მსოფლიოს 192 ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება. მიზანი კი, პლანეტის მრავალფეროვნების შესახებ ადამიანების ცნობიერების ამაღლებაა.

 

კვირის ამბები