საზოგადოება
20.04.2022 11:01
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 22 და 23 აპრილს იქნება შესაძლებელი. ამანათების მიღება დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.

როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, უწყება ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.

კვირის ამბები