სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, საქართველოში ოთხი დღის განმავლობაში უქმე დღეები მოქმედებს.
საჯარო დაწესებულებებისა და სკოლების მსგავსად, არასამუშაო დღეებია საბავშვო ბაღებშიც.
„22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში შეწყვეტილი იქნება სასწავლო პროცესი. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს - 26 აპრილს კი, ჩვეულებრივად გაგრძელდება სწავლა“, - აღნიშნეს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ წელს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 24 აპრილს აღინიშნება.
ცნობისთვის, უქმე დღეებთან დაკავშირებით სამთავრობო გადაწყვეტილება ვრცელდება საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებზე. კერძო სკოლები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დასვენების შესახებ გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში