საზოგადოება
19.04.2022 15:56
კოვიდინფექციის გავრცელების გამო, გორის მუნიციპალიტეტის ორ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია სვენეთის და შავშვების (მეორე) საბავშვო ბაღებში, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 3 თანამშრომელი. „დღეის მონაცემებით,

კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ორ დაწესებულებაში - სვენეთის და შავშვების საბავშვო ბაღებში. ინფექციის დადასტურების გამო, სხვა რომელიმე ჯგუფის დახურვის და შესაბამისად, თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება დღის წესრიგში არ დამდგარა. უსაფრთხოების მიზნით, კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 3 თანამშრომელი“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სწავლის განახლებასთან დაკავშირებით სააგენტოში განმარტავენ, რომ მსგავს შემთხვევებში, თითოეული ჯგუფის ან სასწავლო დაწესებულების გახსნის საკითხი ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილებაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღება.
კვირის ამბები