საზოგადოება
19.04.2022 11:01
2022-2025 წლებში ახალ საცხოვრებელს 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, ახალ საცხოვრებელს, 2022-2025 წლებში, 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს.

7000-მდე დევნილ ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსებში, თანამედროვე სტანდარტების, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემა. ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების პროექტის გარდა, 2022-2024 წლებში, 6000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში დაკმაყოფილდება.
ორივე პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახები თავად მოიძიებენ ბინებს. პროექტების ჯამური ღირებულება 200 000 000 ლარია.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანი იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.
კვირის ამბები