კონფლიქტები
20.12.2019 15:25
1 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა - ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა

1 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა - ამგვარია დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება. მოსამართლე ფატიმა ფარასტაევამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობა მიუსაჯა.

ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა, ე.წ. პროკურატურა სასამართლოსთან ერთადერთ შუამდგომლობას აყენებდა - გაფრინდაშვილისთვის ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს დააკავეს და მისგან ბრალის აღიარება მოითხოვა, რაზეც დაკავებულმა უარი განაცხადა.  

კვირის ამბები