ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საქართველოში ვირუსით ინფიცირების 74 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653 118-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 357 პირი და მთლიანობაში, პანდემიის პერიოდში, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1 634 313-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 16 793 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 74 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 42 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 7, ქვემო ქართლი - 0, შიდა ქართლი - 1, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 8, კახეთი - 4, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 1 986, საიდანაც 347 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა უტარდება 75 პაციენტს.