საზოგადოება
18.04.2022 13:10
ვინ და როგორ ისარგებლებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით
მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერები, რომლებიც საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს ფლობენ, სახელმწიფოსგან ხელშეწყობის პროგრამით ისარგებლებენ.
სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები. ბენეფიციარებს სპეციალურ აგრობარათზე დაერიცხებათ აღნიშნული დახმარება და ეს სუბსიდია შეუძლიათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად. 
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში. (ცხელი ხაზი 1501)

საქართველოს პრემიერმიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობაა.
პროგრამა 300 ათასამდე ფერმერს შეეხება. პროექტის ბიუჯეტი კი, 35 მლნ ლარს შეადგენს.
კვირის ამბები