საზოგადოება
18.04.2022 13:06
მთავრობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას იწყებს
საქართველოს მთავრობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას იწყებს, - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობაა.
„წელს, ძალიან რთული წელია მსოფლიოში, არაერთი გამოწვევა არსებობს. ჯერ იყო პანდემია, ახლა დამანგრეველი ომი. ბუნებრივია, ყველგან გაუარესდა მდგომარეობა, ინფლაცია, ფასების ზრდა და ასე შემდეგ. ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა რომ შევინარჩუნოთ, რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ მოსახლეობას, მოქალაქეებს, ფერმერებს. გადავწყვიტეთ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დავიწყოთ.
პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობაა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პროგრამა 300 ათასამდე ფერმერს შეეხება, რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტს, 35 მლნ ლარს შეადგენს.
კვირის ამბები