საზოგადოება
18.04.2022 11:56
ბოსტნეული კულტურების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება იწყება

სოფლის განვითარების სააგენტო ისეთი შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ბოსტნეულის და კარტოფილის შესანახად.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

„ბოსტნეულის წარმოება უკანასკნელ წლებში 15%-ით გაიზარდა და 176.1 ათასი ტონა შეადგინა. ამჟამად, ბოსტნეულის იმპორტის ძირითადი ნაწილი მოდის არასეზონზე, რაც გამოწვეულია სეზონზე მოყვანილი ბოსტნეულის შესანახი საჭირო ინფრასტრუქტურის, თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიების, სამაცივრე მეურნეობების სიმცირით. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავიწყეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ბოსტნეული კულტურების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა. თანადაფინანსების საშუალებით უზრუნველყოფილი იქნება მიღებული მოსავლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენახვა და საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

კვირის ამბები