საზოგადოება
18.04.2022 11:45
თუ გვინდა, შედარებით მშვიდი ეპიდვითარება შევინარჩუნოთ, მოვუწოდოთ მოსახლეობას, აიცრან - ამირან გამყრელიძე

სერიოზულ საკომუნიკაციო კამპანიას განვაახლებთ ყველა დონეზე, კერძოდ, ქვეყნის, რაიონების, რეგიონის, სოფლების დონეზე, რათა ადამიანები კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ ვაქცინაციის მნიშვნელობაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სიკვდილიანობის 85% მოდის 50 წელს ზემოთ მოსახლეობაზე, ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ასაკის მოსახლეობა იყოს სრულად ვაქცინირებული.

„დაამტკიცდა იმუნიზაციის ახალი გეგმა. საკმაოდ ამბიციური სამიზნე გვაქვს, რომელიც მიყვება ჯანმოს სამიზნეებს. ყოველდღიური აცრის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი გვაქვს, ახლა, სერიოზულ საკომუნიკაციო კამპანიას ვანახლებთ ყველა დონეზე, კერძოდ, ქვეყნის, რაიონების, რეგიონის, სოფლების დონეზე, რათა ადამიანები კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ ვაქცინაცხიის მნიშვნელობაში.

სიკვდილიანობის 85% მოდის 50 წელს ზემოთ მოსახლეობაზე, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ასაკის მოსახლეობა იყოს სრულად ვაქცინირებული. კიდევ უკეთესია თუ ,,ბუსტერიც" იქნება. თუ გვინდა, შედარებით მშვიდი ეპიდვითარება შევინარჩუნოთ, მოვუწოდოთ მოსახლეობას, აიცრან. გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში თუ ავწევთ აცრის მაჩვენებელს, მოსახლეობა უფრო მომზადებულად შეხვდება შემოდგომის პერიოდს. თუ პერიოდულად არ გააძლიერე იმუნური ფენა ,,ბუსტერით", მაშინ 6-7 თვის განმავლობაში იმუნიტეტი კლებულობს”, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

კვირის ამბები