საზოგადოება
18.04.2022 11:23
მოსახლეობის დასახმარებლად გასული თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 364 500 ლარი გაიცა

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, გასული თვის - მარტის განმავლობაში,  მოსახლეობის დასახმარებლად 364 500 ლარი გაიცა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მოქალაქეებმა კუთვნილი შემწეობა სოციალური პროგრამის ფარგლებში მიიღეს.

„ერთი თვის განმავლობაში, ზემოხსენებული პროგრამის ოცდამეხუთე მუხლით, გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 855 მოქალაქემ ისარგებლა. მათ შორის სოციალური დახმარება 405 ადამიანმა მიიღო, ხოლო ჯანდაცვის სერვისებით 450 მოქალაქემ ისარგებლა. ჯამში კი, სოციალური მიმართულებით 162 000, ხოლო ჯანდაცვის მიმართულებით 202 500 ლარი გაიცა,“ - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები