საზოგადოება
15.04.2022 17:47
უკრაინელი ტიმურ იაკუნინი გორის საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა

უკრაინელი ტიმურ იაკუნინი გორის საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა. 13 წლის ტიმურ იაკუნინი თანაგუნდელებს გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბელ აბესაძემ წარუდგინეს.
იაკუნინის ოჯახი უკრაინიდან გორში მარტში ჩამოვიდა. მასპინძელმა ოჯახმა გორის მუნიციპალიტეტის მერიას დახმარების თხოვნით მიმართა. ოჯახის საჭიროებების გარკვევაში სოციალური სამსახური და ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება ჩაერთო. სწორედ ოჯახის საჭიროებებზე საჭირო ინფორმაციის მოკვლევისას გამოიკვეთა, რომ იაკუნინების ოჯახის ერთ-ერთ არასრულწლოვან წევრს, ტიმურს საფეხფეხბურთო სკოლაში სიარული სურდა. მერიამ გაითვალისწინა მისი სურვილი და ის დღეიდან ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ გორის „გორის“ საფეხბურთის სკოლაში ირიცხება.
ტიმურ იაკუნინის ოჯახი ომამდე უკრაინის ქალაქ დნიპროში ცხოვრობდა.

დნიპრო დნიპროპეტროვსკის ოლქის დედაქალაქი და  უკრაინის მესამე უდიდესი ქალაქია 1,1 მილიონი მოსახლეობით. ქალაქი უკრაინის დედაქალაქ კიევის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე დნეპრზე მდებარეობს.

კვირის ამბები