საზოგადოება
15.04.2022 12:42
საქართველოში ვირუსით ინფიცირების 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 პაციენტი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული 20 318 კვლევის შედეგად, ვირუსით ინფიცირების 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 652 707-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან 496 პირი გამოჯანმრთელდა დავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 16 788 მოქალაქე ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 235 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთი - 16, ქვემო ქართლი -12, შიდა ქართლი - 11, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 21, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 555, საიდანაც 349 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 76 პირი.

კვირის ამბები