საზოგადოება
15.04.2022 12:19
საქართველოსა და ყაზახეთში 15 აპრილს სიყვარულის დღეს აღნიშნავენ

15 აპრილს საქართველოში სიყვარულის დღეს აღნიშნავენ. საქართველოში ამ დღესასწაულს საფუძველი 1994 წელს, რუსთაველის თეატრში გამართულ კონცერტზე ჩაეყარა და შეიქმნა როგორც ევროპული „ვალენტინობის“ ალტერნატივა. „ქართველი ახალგაზრდობა ღირსია დღესასწაულის, რამეთუ, ყველაზე ლამაზი და ერთგული სიყვარული მათ იციან. დაე, ტრადიციული ,,სიყვარულის დღე" 15 აპრილი გამხდარიყოს, ახალგაზრდობის სულის სილამაზის მშვენიერების ზეიმი საქართველოში. ახალგაზრდული ფესტივალი ცდაა ერის მომავლის გამოღვიძების და ნურასოდეს დაგავიწყდებათ, თანატოლებო, რომ ქვეყანა, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, მომავალში ჩვენი სამართავია. ერთმანეთის სიყვარულით გავაძლიეროთ იგი“, - აცხადებდნენ თარიღის დაარსების ინიციატორები. 

უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლის 15 აპრილიდან, დასავლური ვალენტინობა სიყვარულის დღით ყაზახეთის მთავრობის გადაწყვეტილებითაც ჩაანაცვლეს. ყაზახეთში კი, 15 აპრილს, სიყვარულის დღეს, ოფიციალურად, „სიყვარულის დიდ ფესტივალს“ უწოდებენ.

ყაზახური სიყვარულის დღე ეძღვნებათ XIII-XIV საუკუნეების ყაზახური ეპოსის გმირებს - კოზი კორპეშსა და ბაიან-სულუს. ეს პოემა 1831 წლით თარიღდება და ტრაგიკული სიყვარულის ამბავს გვიამბობს.

კვირის ამბები