საზოგადოება
15.04.2022 12:14
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხები აბიტურიენტებს უკან დაუბრუნდებათ

2022 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

naec-ის ინფორმაციით, განაცხადები მიიღება დღეს დაიწყო და 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

„იმ გამოსაცდელებს, რომელთაც 2022 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, მასწავლებლის გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე თანხა ზედმეტად გადაიხადეს, თანხა უკან დაუბრუნდებათ. თანხის უკან დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

სურვილის შემთხვევაში, განცხადების წარდგენა, ასევე, შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განცხადებას უნდა დაერთოს გამოსაცდელის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა, ან მშობლის შემთხვევაში, არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა); ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება, აგრეთვე, ანგარიშის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

საფასური სრულად ბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ 2022 წლის გამოცდებში მონაწილეობისთვის დარეგისტირებულმა პირმა, რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე წერილობით განაცხადა უარი გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე; ასევე, თუ პირმა გადაიხადა თანხა და არ გაიარა რეგისტრაცია; თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისთვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.

თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.

კვირის ამბები