კულტურა
15.04.2022 10:58
მარადიულად ჭაბუკი „ბაბუ“ ანზორ გვაძაბია იუბილარია - ყველა სასურველი როლი შევასრულე და ახლა საოცნებოდ მხოლოდ სამშობლოს კეთილდღეობა მაქვს

მარადიულად ჭაბუკი „ბაბუ“, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ქორეოგრაფი და სტუდენტური თეატრის ხელმძღვანელი ანზორ გვაძაბია იუბილარია.

იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატს, ლილი იოსელიანის სახელობის ჯილდოს მფლობელს, ქალაქების - გორისა და ფოთის საპატიო მოქალაქესა და ღირსების ორდერის კავალერს 85 წელი შეუსრულდა.

როგორც თავად ხშირად აღნიშნავს, ასაკის, ჯანმრთელობისა თუ ამქვეყნიური სირთულეების მიუხედავად, ანზორ გვაძაბია აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობს და მაყურებელთან შესახვედრად ყოველთვის მზადაა.

„პატარა, მეოცნებე ბიჭი, რომელიც მრავალი ათეული წლების წინ ცხოვრობდა, არსად წასულა - მხოლოდ გარეგნულად შევიცვალე. თეატრში ჩემი სიჭაბუკეა, ჩემი ცხოვრებაა, ჩემი წარსული და იქნებ მომავალიცაა... თუ კიდევ დამრჩა „დრო“, იმ დროსაც მაყურებლის სამსახურში გავატარებ. ყველა სასურველი როლი შევასრულე და ახლა საოცნებოდ მხოლოდ სამშობლოს კეთილდღეობა მაქვს“, - აღნიშნა გორის მაცნესთან ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა.

კვირის ამბები