საზოგადოება
14.04.2022 18:54
22 წლის გორელი ვანო განჯელაშვილი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ინჟინრის პოზიციაზე Amazon-ში იწყებს სტაჟირებას

თავისუფალი უნივერსიტეტის MACS[E]-ის სკოლის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი, 22 წლის ვანო განჯელაშვილი Amazon-ში დაიწყებს სტაჟირებას.

Amazon-ის ბერლინის ოფისში ვანო ივლისიდან 6 თვიან სტაჟირებას გაივლის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ინჟინრის - Software Development Engineer-ის პოზიციაზე.

ვანო განჯელაშვილი გორელი გახლავთ, იგი გორის მე-7 საჯარო სკოლაში სწავლობდა, მე-7 კლასიდან კი სწავლა განაგრძო ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლაში.  ვანო განჯელაშვილმა კომაროვი ოქროს მედალზე დაამთავრა.

კვირის ამბები