საზოგადოება
14.04.2022 14:38
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება

საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად, მსურველებს რეგისტრაცია დღეს 18:00 საათზე დასრულდება.

მიმდინარე წელს მსურველებს საშუალება აქვთ ჩააბარონ: საგნის გამოცდა; სპეციალური უფროსი მასწავლებლის გამოცდა; პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

ცნობისთვის, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე.

ამასთან, საგნის გამოცდაში მონაწილეობა არ არის შეზღუდული და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური); მათემატიკა (დაწყებითი საფეხური); ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I - IV კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია; უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული; ესთეტიკური აღზრდის საგნები - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები.

შეგახსენებთ, რომ ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. ამასთან, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილე დამატებით ვერ აირჩევს რეგისტრაციის დროს საგნის გამოცდას.

კვირის ამბები