სამართალი
14.04.2022 11:33
უკრაინა დანაშაულის ადგილია, უნდა გავარღვიოთ ომის ნისლი, რომ სიმართლე დავინახოთ - ჰააგის პროკურორი ბუჩაში ჩავიდა

ჰააგა უკრაინაში გამოძიებას აწარმოებს. გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ აჰმად ხანი ქალაქ ბუჩაში ჩავიდა.

პროკურორის განაცხადებით, არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ უკრაინაში დანაშაულებია ჩადენილი.

„ჩვენი საგამოძიები ჯგუფი აქ იმყოფება იმის გამო, რომ გვაქვს გონივრული ვარაუდი იმისა, ვირწმუნოთ, რომ უკრაინაში ჩადენილია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულები. უკრაინა დანაშაულის ადგილია. უნდა გავარღვიოთ ომის ნისლი, რომ სიმართლე დავინახოთ და ეს ყველასთავის ცხადი გახდეს“, - განაცხადა საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პირველი მუდმივი სამართლებრივი ინსტიტუტია, რომლის კომპეტენციაში შედის იმ პირების გასამართლება და დასჯა, რომლებსაც ბრალი ედებათ გენოციდში, სამხედრო დანაშაულებებში და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.

კვირის ამბები