ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 652 472-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 648 პირი დაკორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 16 783 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 237 ახალი შემთხვევიდან,
თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა - 6, იმერეთი - 26, ქვემო ქართლი -15, შიდა ქართლი - 9, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 11, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 821, საიდანაც 359 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 83 პირი.