გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და მერის წარმომადგენლებს, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა ვებ.გვერდის - Agrofarm.ge-ის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და საიტის მუშაობის პრინციპი გააცნეს.
ვებ.გვერდი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის გათვალისწინებით შეიქმნა. ცნობისთვის, აღნიშნული გეგმა ევროკავშირის ახალი ინიციატივის - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) ფარგლებში მომზადდა.
„ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტომ ვებ.გვერდი Agrofarm.Ge. ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შექმნა. საიტზე განცხადების განთავსება უფასოა. ფერმერებს, სახლიდან გაუსვლელად, წარმოებული პროდუქტის რეალიზაციის შესაძლებლობის გარდა, პორტალის დახმარებით შეუძლიათ მიწის ნაკვეთის გაქირავება, სასურველი პროდუქტის, აგრო ან ფერმერული მაღაზიების მოძიება და სხვადსხვა სახის მომსახურების მიღება“, - აღნიშნეს სტრატეგიული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „აგრო ფარმის“ ელექტრონული პლატფორმის მუშაობის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მერის წარმომადგენლებს საინფორმაციო მასალა გადაეცათ.