კონფლიქტები
20.12.2019 11:34
ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში, ცხინვალში, საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გაფრინდაშვილის ინტერესებს ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავს.

დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გაფრინდაშვილს, ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა წაუყენეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 220-ე მუხლით აღძრეს. გაფრინდაშვილი დე ფაქტო რეჟიმის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იგი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

დაკავებული ექიმის ე.წ. სასამართლო 13 დეკემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა, გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს და სასამართლო განხილვა გადაიდო. რაც შეეხება დაკავებული ექიმის სასამართლოს შედეგებთან დაკავშირებულ მოლოდინებს, მისი ახლობლები და იურისტები იმედოვნებენ, რომ ექიმის გათავისუფლება დღეს მოხდება.

კვირის ამბები