სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო, მეორე დღეა აქტიურად ახორციელებს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, მათ დაქვემდებარებაში მყოფი შესაბამისი სამსახურები, კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახის სამუშაოებს ასრულებენ.
„ვიდრე დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია დაიწყება, ამ დროისთვის, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებიდან მიმდინარეობს ძლიერი ქარის შედეგად ჩამოყრილი მასალის გატანა, შენობების დროებით, ბრეზენტით გადახურვა, გაწყვეტილი ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა, ნახევრადჩამოტეხილი ტოტების მოჭრა და ა.შ“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
შეგახსენებთ, გუშინ, 12 აპრილს, ამინდის გაუარესებამ და ძლიერმა ქარმა გორში, რამდენიმე ლოკაციაზე გარკვეული ზიანი გამოიწვია.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში