საზოგადოება
13.04.2022 14:11
სასმელი წყლის მიწოდება აბონენტებს დღის ბოლომდე აღუდგებათ - კონსტანტინე თავზარაშვილი

დღეს დილიდან, ქალაქის რამდენიმე უბანში სასმელი წყლის მიწოდება შეწყვეტილია. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა „გორის მაცნეს“ განუცხადა, აღნიშნულის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული იყო.

თავზარაშვილის თქმით, სასმელი წყლის მიწოდება, აბონენტებს დღის ბოლომდე აღუდგებათ.

„ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე დღეს დილიდან შეწყვეტილია სასმელი წყლის მიწოდება. ამის შესახებ აბონენტები ინფორმირებულები იყვნენ. რაც შეეხება მიზეზს, დავით აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გახლავთ, უფრო კონკრეტულად, მიმდინარეობს ცენტრალურ მილზე დაერთების სამუშაოები. შესაბამისად, ქალაქის ის უბნები, რომელიც მარაგდება სისტემის ამ მონაკვეთით, წყალს დღის ბოლომდე ვერ მიიღებენ“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ცნობისთვის, წყალმომარაგება დილის 10 საათიდან შეწყდა და სამუშაოების დასრულებისთანავე -  17 საათზე აღდგება.

კვირის ამბები