საზოგადოება
13.04.2022 12:24
ამაღამ გორის მუნიციპალიტეტში -1 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი, არის თუ არა რისკი, რომ დაბალმა ტემპერატურამ ხეხილის მოსავალს ზიანი მიაყენოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამაღამ, გორის მუნიციპალიტეტში ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაეცემა. გამოიწვევს თუ არა დაბალი ტემპერატურა ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანებას, - საკითხის გასარკვევად და შესაძლო რისკების შესაფასებლად, GMnews-ი სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელს დაუკავშირდა

„მოგეხსენებათ, ამ პერიოდში, ჩვენთან, ძირითადად, გარგარი, ნუში და ტყემალი ყვავის, თუმცა, იმის რისკი, რომ ყინვის შედეგად ეს ხილი დაზიანდება, ვფიქრობ, ნაკლებსავარაუდოა. არსებული პროგნოზით, -1 გრადუსამდე ტემპერატურა შესაძლოა სულ 1-2 საათის განმავლობაში დაეცეს, ზემოთ ჩამოთვლილი ხილის გაფუჭების რისკი კი, დაახლოებით, -1,7 გრადუსზე იქმნება. რაც შეეხება ნათესებს, სიცივე ხორბლისა და სხვა ნათესებზეც არ იმოქმედებს. ბუნებრივია, საფრთხე არ ემუქრება იმ მრავალწლიან ნარგავებს, რომლებსაც ამ ეტაპზე კვირტი არ აქვს გამოტანილი“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას მამუკა ლომსაძემ.

კვირის ამბები