გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირებს სტრატეგიული განვითარების სააგენტო თურქული ენის შემსწავლელ უფასო კურსებს სთავაზობს
გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირებს თურქული ენის შემსწავლელ უფასო კურსებს სთავაზობს.
პროექტის ინიციატორების თქმით, თურქული ენის კურსზე დარეგისტრირების მსურველებმა განაცხადი 2022 წლის 24 აპრილამდე უნდა გააკეთონ.
„კურსს წარუძღვებიან სააგენტოს თურქული ენის მცოდნე სპეციალისტები. სასწავლო კურსის განმავლობაში გამოყენებული იქნება ენის სწავლების არაფორმალური მეთოდები: დისკუსიები, დებატები, აუდიო-ვიზუალური მასალები. თურქული ენის შემსწავლელი კურსი დაიწყება მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს და გაგრძელდება 2022 წლის ივნისამდე. საზაფხულო არდადეგების შემდეგ, აღნიშნულ კურსზე სწავლა განახლდება სექტემბრიდანაც“, - აცხადებენ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოში.
მეტი ინფორმაციისთვის, დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირს თიკო ღვინიაშვილს ტელეფონის ნომერზე: 577 34 30 30