საზოგადოება
13.04.2022 11:58
ქარი 11-12 მ/წ. გორში დღესაც შენარჩუნდება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი მხოლოდ +5 გრადუსს მიაღწევს

ღრუბლიანობა, პერიოდულად მცირე ნალექი და ქარი 11-12 მ/წ. გორში დღესაც შენარჩუნდება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი მხოლოდ +5 გრადუსს მიაღწევს.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, ღამის საათებში ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და გამთენიისას, 5-დან 7 საათამდე, -1 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი.

14 აპრილიდან ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი თანდათან მოიმატებს და 19 აპრილისთვის +21 გრადუსს მიაღწევს.

კვირის ამბები