სამართალი
12.04.2022 19:25
წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 4 სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა

გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 4 ერთეული სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა.

დევნილთა დასახლების სიახლოვეს, ე.წ. წმინდა წყლის ხიდებთან, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, შეჯახების დროს, დაზიანდა აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს კუთვნილი სამგზავრო ავტობუსის სარკე და გვერდითა საქარე მინა.

,,სწორედ იმ დროს, როცა ჩვენი ქალაქის ხაზის სამგზავრო ავტობუსი მოძრაობის ყველა წესის დაცვით შესაბამის მანევრს აკეთებდა, იცდიდა, რომ შემობრუნებულიყო, ერთმანეთს ორი სხვა ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთმა მართვა დაკარგა და იქვე მდგარი მესამე ავტომობილიც დააზიანა. ავარიის მონაწილე ერთმა ავტომობილმა კი ავტობუსის სარკე მოტეხა, რა დროსაც გვერდითა საქარე მინაც დაზიანდა“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ჯირკველიშვილმა. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.  

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძება, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

კვირის ამბები