სამართალი
12.04.2022 16:06
ავტობანის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ავტომანქანის მძღოლი, 50 წლამდე ასაკის ქალი დაშავდა

ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე დღეს მომხდარი ავარიის  შედეგად ერთი პირი დაშავდა.

დაშავებული მძღოლი, 50 წლამდე ასაკის ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ გადაიყვანა. კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის, ფიქსირდება ხერხემლის ტრავმაც. მაისურაძის განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

საავტომობილო მაგისტრალზე მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო მძღოლმა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 176-ე მუხლით მიმდინარეობს.

კვირის ამბები