ძლიერი ქარის შედეგად გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, საკჯუთარ საცხოვრებელ ბინაში 80 წელს გადაცილებული ქალი დაშავდა. შესაბამისი დახმარება დაშავებულს სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გაუწია. ცოტა ხნის წინ დაშავებული გორის მუნიციპალიტეტის მერმაც მოინახულა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ძლიერი ქარის შედეგად, გორში დაზიანებულია რამდენიმე შენობის სახურავი, მათ შორის, გორის მეოთხე საჯარო სკოლის სპორტდარბაზის სახურავი, ასევე, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მშვიდობის #29-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსისა და სტალინის #2-ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის სახურავი.
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ძლიერი ქარის შედეგად შექმნილ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა.
,,მაქსიმალურად დავეხმარებით დაზარალებულ მოსახლეობას. სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდება ზარალის დათვლა და შესწავლა. შემთვევის ადგილებზე უკვე მოხდა დათვალიერება, მოილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. სტაბილურია 82 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარობა, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა. სასწარაფო დახმარების ბრიგადამ მას გაუწია შესაბამისი დახმარება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.