საზოგადოება
19.12.2019 18:13
„112“ და „ერთობლივი ოპერაციების ცენტრი“ გაერთიანდება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ შეიქმნება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“ და ამავე უწყების სტრუქტურული ქვედანაყოფი „ერთობლივი ოპერაციების ცენტრი“ ერთიანდება. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული ორი უწყება ერთიანდება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ იქმნება.

ახლადჩამოყალიბებული უწყების ფუნქცია იქნება: საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, დანაშაულის, სამართალდარღვევებისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვა. აგრეთვე, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობა დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტის, ძებნილი პირებისა და ავტომობილების აღმოჩენის, სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.

ცვლილების შემდეგ, კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიას სამინისტროს ნაცვლად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 გასცემს.

კვირის ამბები