ძლიერმა ქარმა გორში, რამდენიმე ლოკაციაზე გარკვეული ზიანი გამოიწვია. რამდენიმე ლოკაციაზე, ქარმა კორპუსების აივნების პანელები მოგლიჯა და ქუჩაში გადააგდო. ერთ-ერთი ასეთი ლოკაცია სტალინის ქუჩის #48-ში მდებარე კორპუსია. აივნის პანელი ქარმა ჯერ საავტომობილო გზაზე გადააგდო, შემდეგ კი სანიაღვრე არხში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, დაზიანებულია მე-4 საჯარო სკოლის სპორტდარბაზის სახურავი და ასევე კომბინატის დასახლების ტერირტორიაზე მდებარე სამი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი.
ძლიერი ქარი, ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექი გორის მუნიციპალიტეტში 12-13 აპრილს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, დღეს, 12 აპრილს, გორში, 15-16 საათისთვის ქარის სიჩქარე კიდევ უფრო მოიმატებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში