ძლიერმა ქარმა გორში მეოთხე საჯარო სკოლა დააზიანა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაზიანებულია სკოლის სპორტდარბაზის სახურავი.
ზვიად ანესაშვილის თქმით, მერიაში შესულია ინფორმაცია სხვა ლოკაციებზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებითაც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ამ წუთებში, სიტუაციას ადგილზე ეცნობიან.
მეტეოროლოგების ცნობით, ძლიერი ქარი, ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექი გორის მუნიციპალიტეტში 12-13 აპრილს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში