საზოგადოება
12.04.2022 11:44
უამინდობა გორში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება

ძლიერი ქარი, ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექი გორის მუნიციპალიტეტში 12-13 აპრილს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, დღეს, 12 აპრილს, გორში, 15-16 საათისთვის  ქარის სიჩქარე კიდევ უფრო მოიმატებს, დღის განმავლოვბაში, 18 საათამდე, მოსალოდნელია ნალექიც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღის განმავლობაში მხოლოდ +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი მოსალოდნელია +1 გრადუსი.

ძლიერი ქარი, ღრუბლიანობა, ნალექი და +8 გრადუსია მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტში 13 აპრილსაც.

კვირის ამბები