საზოგადოება
12.04.2022 11:04
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 392 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 392 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 651 969-ს.

Stopcov.ge-ს ცნობითვე, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 131 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 846-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 779 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 392 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარაში - 20, იმერეთში - 43, ქვემო ქართლში -17, შიდა ქართლში - 28, გურიაში - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 24, კახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთში -5, სამცხე-ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 318, საიდანაც 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 925 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 138 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 804 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 334 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.69%, ბოლო 14 დღის - 1.82%, ხოლო 7 დღის - 1.53%.

კვირის ამბები