ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში, დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 106-ე შეხვედრა გაიმართება.
როგორც ცნობილია, მონაწილეები გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე, დაფიქსირებულ ფაქტებს განიხილავენ. მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ დააყენებენ საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, ცხინვალის ციხეში უკანონოდ დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე რჩება.
უსაფრთხოების გარდა, მოლაპარაკების მონაწილეები, ასევე, განიხილავენ ჰუმანიტარულ საკითხებსაც, რომელთა შორის განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ და ეპიდემიოლოგიურ მდგომარას დაეთმობა. ცნობისთვის, ახალგორში მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების და საჭირო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება უკვე მე-3 წელია არ ეძლევა.