კულტურა
11.04.2022 15:15
„ნასამ“ მთვარეზე გასაგზავნად გორის ქალთა გუნდის ნამუშევრები შეარჩია

ყველაზე სასწაული პროექტი, რაც კი აქამდე გვქონია, გორის ქალთა გუნდის ხმები მთვარეზე გაიგზავნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის ქალთა კამერული გუნდი ავრცელებს.

გორის ქალთა კამერული გუნდის ნამუშევრებიი მოთავსდება მე-2 კაფსულაში და მთვარეზე 2024 წელს დაჯდება.  

„აშშ- ს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს - NASA-ს, კომპანია SpaceX-ის და Astrobotic Technology-ს მხარდაჭერით კორპორაცია Incandence Corp-მა შექმნა ციფრული არქივი, სახელწოდებით Lunar Codex, რომელიც მთვარეზე გაიგზავნება. არქივში დაცული იქნება ხელოვანების სხვადასხვა ნამუშევრები მსოფლიოს 90 ქვეყნიდან, საქართველოდან კი, გორის ქალტა კამერული გუნდის ნამუშევრები შეირჩა.

გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას  გადაწყვეტილებით, ამ პროექტისთვის გაგზავნილია სამი ნამუშევარი - ორი ნაწარმოები: „ეგზერსისი“ და „ლაშარის გზაზე“,  ეკუთვნის იოსებ კეჭაყმაძეს, ხოლო მესამე არის ქართული (აფხაზური) ხალხური სიმღერა „ვარადო“ (სოლისტები თ. ცირამუა, თ. პავლიაშვილი).

ყველა ეს ნამუშევარი მოთავსდება მე-2 კაფსულაში და მთვარეზე დაჯდება 2024 წელს!

ნაწარმოებებთან ერთად გაიგზავნა ასევე გუნდის ისტორიაც, რომლის დაარსება ეკუთვნის შალვა მოსიძეს და გორის სასწავლებლის გენიალურ ხელმძღვანელს, სანდრო კაჭარავას!“ - აღნიშნულია გორის ქალთა კამერული გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები