გთხოვთ, ორი დღის განმავლობაში, სასმელ წყალს ნუ მოიხმართ დასალევად, - ამის შესახებ ინფორმაციას ტინისხიდის ადმინისტრაციული ერთეული სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ტინისხიდის ადმინისტრაციული ერთეულის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, ტინისხიდის სასმელი წყლის შემკრები ავზის (ბასეინის) გაწმენდითი შამუშაოები ჩატარდა და სწორედ აღნიშნულის გამო, ადმინისტრაცია მოსახლეობას სასმელი წყლის მოხმარებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
„ტინისხიდის მოსახლეობის საყურადღებოდ!
როგორც მოგეხსენებათ, ჩატარდა ტინისხიდის სასმელი წყლის შემკრები ავზის (ბასეინის) გაწმენდითი შამუშაოები. გთხოვთ, ორი დღის განმავლობაში სასმელ წყალს ნუ მოიხმართ დასალევად.
გთხოვთ ინფორმაცია გაავრცეკლოთ მაქსიმალურად.
ტინისხიდის ადმინისტრაციული ერთეული“, - ნათქვამია განცხადებაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში