სუს-ში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
ამ წუთებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბუღალტრის, ლ.წ.-ს გამოკითხვა მიმდინარეობს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება გასული ორი წლის განმავლობაში სააგენტოს ფინანსურ საქმიანობას და განხორციელებულ გადარიცხვებს. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში გადარიცხვები განხორციელდა აზარტული თამაშების ანგარიშებზე.
გორის კულტურის საგენტოს ყოფილი დირეტორი, გელა კაპანაძე აცხადებს, რომ დღეს აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც კითხვები სწორედ არნიშნულ გადარიცხვებს ეხებოდა.
,,არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი მსგავს გადარიცხვებზე, ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო ეს ინფორმაცია და კითხვები, როგორც დანარჩენი საზოგადოებისთვის, სხვას ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა გელა კაპანაძემ.
არსებული ინფორმაციით, საუბარია რამდენიმე ასეულ ათას ლარზე.
შეგახსენებთ, გორის გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს დაქვემდებერებულ კულტურის სახლში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ორი თვის წინაც ჩაატარეს, იმჟამად საქმე ეხებოდა კულტურის სალის შენობის ერთ-ერტ სივრცეში აღმოჩენილ უკანონოდ დამონტაჟებულ მაინერებს, რომლევბიც ციფრული ვალუტის გამომუშავებაზე იყო გათვლილი.