საზოგადოება
11.04.2022 13:39
კოვიდინფექციის გამო არცერთი საბავშვო ბაღი არ არის დახურული - გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ დროისთვის, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, დღის წესრიგში არ დგას რომელიმე ბაღის დახურვის ან ჯგუფის თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს. რაც შეეხება კოვიდინფიცირებული თანამშრომლების რიცხვს, ოფიციალურად დადასტურებული სტატისტიკით, კოვიდ19-ით ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღის მხოლოდ 1 თანამშრომელი.

„შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით, კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღის მხოლოდ 1 თანამშრომელი, რომელიც თვითიზოლაციაშია“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშო ბაღებში ამ ეტაპზე კვლავ თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს.

კვირის ამბები