საზოგადოება
11.04.2022 11:08
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 107 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 651 577-ს.

Stopcov.ge-ს ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 281 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 715-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 777 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 107 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 58 შემთხვევა, აჭარაში - 2, იმერეთში - 12, ქვემო ქართლში -5, შიდა ქართლში - 4, გურიაში - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 7, კახეთში - 6, მცხეთა-მთიანეთში -1, სამცხე-ჯავახეთში - 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 3 059, საიდანაც 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 647 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა 5 489 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 743 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 746 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95%, ბოლო 14 დღის - 1.94%, ხოლო 7 დღის - 1.65%.

კვირის ამბები