გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბერშუეთი-სობისის საავტომობილი გზის მიმართულებით სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
გორის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ცენტრალური მაგისტრალიდან იწყება და სოფელ ბერშუეთსა და სობისს მოიცავს, შესაბამისად გაივლის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსაც.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების თანახმად, ასფალტის საფარი დაიგება 3 265 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთზე, გარდა ამისა, ამავე მანძილზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემები და მიერთებები.
როგორც ცნობილია, სამუშაოები ზაფხულში დასრულდება.
ცნობისთვის, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან აღნიშნული სოფლების მიმართულებით არსებული გზა ათეულობით წელია დაზიანებულია და პრობლემებს უქმნიდა როგორც სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებსაც.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში