საზოგადოება
11.04.2022 10:03
ხვალიდან 4 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში ტემპერატურის მკვეთრად დაცემა და პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი

11 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში მზიანი დღე და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ხვალიდან კი ამინდი გაუარესდება.

სინოპტიკოსების ცნობით, 12 აპრილს, გორში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღის საათებში +14 გრადუსს მიაღწევს, 11 საათიდან საღამომდე კი, მოსალოდნელია ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექი. მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ქარი 13 მ/წ-მდე.

13 აპრილს კი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +8 გრადუსია ნავარაუდევი, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექი წვიმის და მაღალი ზონის სოფლებში თოვლჭყაპის სახით, ღამის საათებში კი, შესაძლოა, ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაეცეს, ამასთანავე, დღისით მოსალოდნელია ქარი 13 მ/წ-მდე.

14-15 აპრილს გორში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, თუმცა, შენარჩუნდება დაბალი ტემპერატურა - დღისით, მაქსიმალური +13, ღამის საათებში კი შესაძლოა კვლავ დაფიქსირდეს ყინვა -1 გრადუსი.

კვირის ამბები