სპორტი
10.04.2022 16:58
გორელ ჭაბუკ მოჭიდავეთა ტრიუმფი - 6 ოქროს, 3 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი

ტრიუმფალური აღმოჩნდა საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში გორელი მოჭიდავეების ასპარეზობა.

ქვეყნის ჩემპიონატზე 10 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა ჩემპიონობისთვის ბრძოლა და აქედან 6 წონაში ჩემპიონობა გორელმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს. ექვსივე ოქროს მედალოსანი გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.

ამ გუნდის გარდა, გორიდან, საქართველოს ჩემპიონატზე, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებიც გამოდიოდნენ.

მთლიანობაში, გორელებმა, მოპოვებულ 6 ოქროს, კიდევ 3 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მიუმატეს.

ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ: ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (45 კგ.), გიორგი რომელაშვილი (48), ლაშა გოგაძე (51), საბა ღამბაშიძე (55), გოგა ოთინაშვილი (65), ნიკოლოზ მაისურაძე (71).

ვერცხლის მედლები ერგოტ: ნიკოლოზ მაისურაძეს (45), ნიკა ზანგალაძეს (55) და დაჩი პაპინაშვილს (80).

ბრინჯაოს მედალი: რომა მომცელიძის (48), ნიკოლოზ ბერიანიძის (48), ნიკოლოზ ხვედელიძის (51), დავით ჭეჭელაშვილის (65) და ლუკა ხანიშვილის (110) ანგარიშზეა.
კვირის ამბები