გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჩემსა და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს შორის კონფლიქტს და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტის განყოფილების თანამშრომელმა თეა კეჩხუაშვილმა განუცხადა. კეჩხუაშვილი, ამავდროულად, სპორტის განვითარების სააგენტოში საკალათბურთო სექციაში მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობს.
თეა კეჩხუაშვილი უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებითაც, თითქოს, იგი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლეს, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.
,,მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჩემსა და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს, ბესო გიორგაშვილს შორის კონფლიქტს და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. რეალური არც ის გახლავთ, რომ თითქოს, მწვრთნელის პოზიციიდან გამათავისუფლეს. ჩვეულებრივ ვაგრძელებ მუშაობას სააგენტოში, რაც შეეხება უთანხმოებას, იყო გარკვეული კამათი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც კამათის ფორმატს არ გასცილებია და აქვე გეტყვით, რომ ეს საკითხი ამოწურულია“, - განაცხადა თეა კეჩხუაშვილმა.