საზოგადოება
08.04.2022 12:25
„გორმედის“ სტაციონარში ამჟამად მხოლოდ 1 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული

ქვეყანაში არსებული სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, მკვეთრად შემცირდა კოვიდინფიცირებული სტაციონარული პაციენტების რაოდენობაც. ამჟამად, კლინიკა ,,გორმედში“ მხოლოდ 1 პაციენტს უტარდება სტაციონარული მკურნალობა. რაც შეეხება მის მდგომარეობას, აღნიშნული პაციენტი ასაკოვანი გახლავთ, საშუალო სიმძიმისაა, ჟანგბადდამოკიდებულია, - ამის შესახებ GMnews-ს ,,გორმედის“ თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გია მღებრიშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ინფიცირების 21 ფაქტი შიდა ქართლში დაფიქსირდა.

კვირის ამბები