კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ,,ფაიზერი“ გრის მუნიციპალიტეტში უკვე შემოვიდა და შესაბამისად, აღნიშნული ვაქცინით აცრები განახლდა, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარი გიუნაშვილმა განუცხადა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ვაქცინა უკვე მიეწოდა ყველა იმ ამცრელ პუნქტს, რომელიც მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს დასხვა ვაქცინებთან ერთად, კვლავ შესაძლებელია „ფაიზერით“ აცრაც.
ცნობისთვის, ქვეყანაში ,,ფაიზერის“ ახალი დოზების შემონატამდე, ვაქცინაცია მიმდინარეობდა „სინოფარმით“ და „სინოვაკით“.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინის არსებული მარაგების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ სამიზნე მაჩვენებელი - მოსახლეობის 65% ზაფხულის შუა რიცხვებამდე აიცრას.
შეგახსენებთ, რომ წახალისების ფინანსური პროგრამა აპრილის ბოლომდე გრძელდება. 200 ლარით წახალისება მოქმედებს პირველ და მეორე აცრაზე, 100 ლარი კი - „ბუსტერ“ დოზაზე.